www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: იუსკი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს JYSK მოიცავს 3200-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

JYSK აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიათა ქსელისა და თანამშრომლების მართვა;
** კომპანიის შიდა ინსტრუქციებისა და სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მის შესრულებაზე მაღაზიის მენეჯერების მუდმივი სტიმულირება;
** მაღაზიის პერსონალის ტექნიკური ცოდნის და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შექმნა, დანერგვა, მონიტორინგში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია APEX-ის პროგრამის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@jysk.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |