www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლიბერთი ექსპრესის ცენტრების რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის! ვაცხადებთ ვაკანსიას ლიბერთი ექსპრესის ცენტრების რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რეგიონები (სამივლინებო პოზიცია) კახეთი - თელავი, ქვემო ქართლი - რუსთავი.

ძირითადი მოვალეობები:

** ლიბერთი ექსპრესის ცენტრების რაოდენობის გაზრდა;
** ლიბერთი ექსპრესის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლება და კონტროლი დისციპლინის თვალსაზრისით;
** რეპორტების ანალიზი და შესაბამისი ქმედებების გატარება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი და ანგარიშგება;
** კონკრეტულ სოფელში მივლინება და შესაბამისი სამუშაო პროცედურების ჩატარება ადგილზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის გამოცდილება ბანკში მოლარე-ოპერატორის/კონტროლიორის/საკრედიტო/მენეჯერის პოზიციაზე (მინ. 12 თვე);
** საბანკო პროდუქტების და პროცედურების ცოდნა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების, ეროვნული ბანკის რეგულაციების და ბანკის შიდა ინსტრუქციების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** აქტიურობა, სისხარტე, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სამუშაო მოტივაცია;
** მტკიცე ხასიათი და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

სასურველია: კანდიდატს გააჩნდეს მართვის მოწმობა და ავტომობილი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |