www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი მექანიკოსი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. კომპანია სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:

** წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; Shantui) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
** არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
** გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: უმცროსი მექანიკოსი

ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-15:00 (შაბათი)
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მძიმე და სამშენებლო ტექნიკის მიღება, აწყობასა და ინსპექტირებაში ჩართულობა;
** ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლებსა და მომსახურებაში მონაწილეობის მიღება;
** ტექნიკის რეალიზაციამდე წინასწარ შემოწმებაში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება (უმჯობესია მძიმე ტექნიკის მიმართულება);
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა, B ან/და C კატეგორია.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** დაზღვევა;
** საბონუსე სისტემა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი მექანიკოსი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |