www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #170ა
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი სავაჭრო ობიექტებზე შეკვეთის ფორმირებაში საჭიროებისამებრ მონაწილეობის მიღება

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდთან მუშაობის უნარით;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მერჩენდაიზერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |