www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "მინიმარტს" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული
მდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქცია - მოვალეობები:

** ბიუჯეტის დაგეგმვა/შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლის მექანიზმების შემუშავება-დანერგვა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
** OPEX-ის მომზადება და ზედამხედველობა, გეგმის ანალიზი და მის სტატუსზე ზედამხედველობა;
** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი ყველა ანგარიშის მომზადება;
** OCF გეგმის მომზადება და მისი მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში სხვადასხვა ad hoc ანგარიშგებების/რეპორტების მომზადება.
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის გაცვლა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2+ წლიანი გამოცდილება ფინანსებში დაგეგმვის გამოცდილებით;
** სადისტრიბუციო ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel - ის კარგად ფლობა;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** ანალიტიკური უნარების ფლობა;
** უმაღლესი განათლება ფინანსური და ეკონომიური მიმართულებით;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@minimarts.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია "მინიმარტს" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |