www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ქართული სტარტაპი დაფა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ქართული სტარტაპი "დაფა" ეძებს დამხმარეს სამზარეულოში.

თუ ხარ მოტივირებული და გაინტერესებს როგორ იქმნება ხარისხიანი და დახვეწილი გემოების მქონე, პერსონალიზებული "დაფები", მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (სამუშაო დღე იწყება 13:00 საათიდან)

ძირითადი მოვალეობები:

** "დაფის" აწყობა და შეფუთვა
** სამზარეულოში მიმდინარე პროცესების მართვა
** პროდუქტების დახარისხება და შენახვა სტანდარტების შესაბამისად
** სამუშაო სივრცის ორგანიზება
** შეკვეთების დროულად დადასტურება და გაგზავნა ადრესატებთან

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** საათობრივ ანაზღაურებას;
** ბონუსების სისტემას;
** მოქნილ, შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს.

სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ორკვირიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, შენ შეისწავლი "დაფის" აწყობისა და შეფუთვის სპეციფიკას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან მოგვწერე მოკლედ შენს შესახებ: Dapa.Georgia@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |