www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიულ დეპარტამენტში, ქიმიოთერაპიული განყოფილების ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას 1.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 სთ - 17:00 სთ
ანაზღაურება: 700 ლარი (net)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
** საექთნო მანიპულაციების განხორციელება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სპეციალიზებული, მედდის კვალიფიკაციით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (შესაბამის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ვენეპუნქციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 596 022211. სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქიმიოთერაპიული განყოფილების ექთანი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |