www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "ორბიტა" არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი ისტორია.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის უსაფრთხოდ და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, გაწერილი მარშრუტის მიხედვით
** ობიექტებთან ურთიერთობა, პროდუქციის მითვლა ზედნადებში გაწერილი რაოდენობის მიხედვით
** მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის
** სავაჭრო ობიექტებში თავაზიანად მომსახურება
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია
** მართვის მოწმობა (B კატეგორია, C სავალდებულოა) ავტომობილის ტარების მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილებით
** სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 1200-1350 ლარამდე.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |