www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Caucasan
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "კაუკაზანი" (http://www.caucasan.ge) არის ველური მცენარეებისა და კენკრის გადამამუშავებელი საწარმო. გადამუშავებული პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 9 ქვეყანაში. კომპანია არსებული საქმიანობისთვისა და საკუთარი ახალი სტარტაპებისთვის ეძებს გაყიდვების მენეჯერს. კომპანიის ახალი მიმართულებებია - ტყის სოკოების წარმოება და გაყინული ფოთლების ჩაის წარმოება (http://www.freezetea.ge).

გრაფიკი: სრული
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (გადასახადების გარეშე) და ბონუსები გაყიდვებიდან

სტარტაპის პროდუქტები უკვე იყიდება საქართველოში, თუმცა, ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და გვესაჭიროება გუნდის ახალი წევრი, გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეძლებს გაყიდვების ჯაჭვის აწყობას როგორც საცალო გაყიდვების, ასევე, HoReCa (სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების) სექტორში. კადრის ძირითადი მოვალეობები იქნება:

** არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ახალი პარტნიორების მოძიება, პროდუქციის შეთავაზება და ნიმუშების მიწოდება;
** გაყიდვების აღრიცხვა და შესაბამისი ბაზების წარმოება;
** გაყიდვების მენეჯმენტი და დისტრიბუციის მართვა;
** ონლაინ გაყიდვების მართვა და კომპანიის კურიერთან ერთად მიწოდების ორგანიზება;
** მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება და ჩართულობა, მაგ. საპრომოციო დღეები, გამოფენები, ფესტივალები, ა.შ.
** პრომო სააგენტოებთან ურთიერთობა;
** სხვა ამოცანები, რომლებიც გაყიდვებთან და პრომოციასთან არის დაკავშირებული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი) უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
** მნიშვნელოვანია ინგლისურის ენის ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მართვის მოწმობის ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალების მიმართ ყურადღებიანობას;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@caucasan.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |