www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი: უზრუნველყოს ტერმინალების აწყობა/დაშლა, შეკეთება და პროგრამულად გამართვა.

რას გააკეთებ:

** ჩაერთვები ტერმინალების აწყობა და დაშლის სამუშაოების პროცესში;
** ჩართული იქნები ტერმინალების ქსელში გატანა, დაბრუნება და ამოცვლის პროცესში;
** ჩაატარებ ტერმინალზე პროფილაქტიკურ/გაწმენდით სამუშაოებს;
** პასუხისმგებელი იქნები ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენასა და მათზე დროულ რეაგირებაზე.

აუცილებელია/სასურველია გქონდეს:

** უმაღლესი/საშუალო განათლება;
** სასურველია კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, არაფორმალურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 203 000



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |