www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პოლიგრაფისტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "პოლიგრაფისტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სს "პოლიგრაფისტის" საქმიანობის სფეროებია: პოლიგრაფია (1910 წლიდან), სარემონტო მასალებით ვაჭრობა (1994 წლიდან), საღებავების წარმოება (2001 წლიდან), საინვესტიციო საქმიანობა (2004 წლიდან), მშენებლობა (2005 წლიდან), ავეჯის წარმოება (2008 წლიდან), ლითონ ნაკეთობების წარმოება (2008 წლიდან). სს "პოლიგრაფისტი" 2005 წლიდან აქტიურად ნერგავს ხარისხის მართვის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და მართვის თანამედროვე სისტემებს.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://poligrafisti.ge/

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 91
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი:10:00-12:30)
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის ბაზაში შეტანა და გავრცელება;
** შეხვედრის დაგეგმვა, წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება.
** ინფორმაციის შეგროვება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ინგლისური, რუსული სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@poligrafisti.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

ტელ.: +995 599 36 06 00



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |