www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "უნიკომი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ.

"უნიკომი"-ს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ზესტაფონი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მომარაგების პროცესის უზრუნველყოფა (ჩამოტვირთვა, დასაწყობება, მიღებული პროდუქტის და რაოდენობის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი);
** სავაჭრო სივრცის ტექნიკით შევსებით უზრუნველყოფა;
** გაყიდული პროდუქციის შეფუთვა;
** მაღაზიის აღწერის პროცესში ჩართულობა;
** მომხმარებლის დახმარება შეძენილი საქონლის მაღაზიიდან გატანაში და საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე მიტანის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი;
** ზრდილობიანი;

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@unicom.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |