www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 14 თებერვალი

"საქართველოს უნივერსიტეტის" კვლევითი ინსტიტუტი "Gnomon Wise" აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს სტუდენტებისთვის: "ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების:

** ბაკალავრიატის ზედა საფეხურზე მყოფ (მე-3 და მე-4 კურსი) სტუდენტებს;
** ბაკალავრებს, რომელთა სწავლის დასრულებიდან გასულია არაუმეტეს სამი წლისა;
** მაგისტრანტებს.

ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ერთზე მეტი ავტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ავტორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

კონკურსის პრიზები:

"Gnomon Wise" უზრუნველყოფს საპრიზო ადგილზე გასული ნაშრომების ინგლისურ ენაზე თარგმნას.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული ყველა ნაშრომი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) გამოქვეყნდება "Gnomon Wise"-ის ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

I ადგილი - 2 250 ლარი
II ადგილი - 1 125 ლარი
III ადგილი - 700 ლარი.

კონკურსის ეტაპები, გამარჯვებულის გამოვლენის წესი და ვადები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი: მონაწილეები ქმნიან ანალიტიკურ ნაშრომს, რომელთაგან შეირჩევა 3 საუკეთესო.

ანალიტიკური ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 14 თებერვალი, 18:00 საათი.

II ეტაპი: კონკურსის I ეტაპზე 3 გამარჯვებული ავტორი/თანაავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ ნაშრომის შესახებ მოხსენებებს.

ჟიური შეაფასებს როგორც მომხსენებლების მიერ წარდგენილ ნაშრომებს, ასევე, თემის წარდგენისა და გამოთქმული მოსაზრებებისა თუ მიგნებების დაცვის უნარებს და გამოავლენენ საპრიზო ადგილებს (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს). საპრიზო ადგილის მისანიჭებლად, II ეტაპზე მონაწილეობა სავალდებულოა.

ზეპირი მოხსენების (კონკურსის) თარიღი: 2023 წლის 30 მარტი, 14:00 საათი.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს, 2023 წლის 20 მარტისა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და გამოცხადება მოხდება ზეპირი მოხსენების (კონკურსის) დღეს.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის საკვლევი თემატიკისა და საინფორმაციო შეხვედრის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.gnomonwise.org/ge/event/36



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |