www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ატლას მედიკალი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სამედიცინო კომპანია "ატლას მედიკალი" წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალების, სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო ინვენტარის სარეალიზაციო კომპანიას. "ატლას მედიკალი" სამედიცინო დანიშნულების მასალებით ამარაგებს სამედიცინო სფეროს თბილისსა და რეგიონებში, ასევე აწარმოებს ადგილობრივ საცალო და საბითუმო გაყიდვებს კომპანიის შოურუმიდან.

სამედიცინო კომპანია "ატლას მედიკალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციებზე.

1. გაყიდვების წარმომადგენელი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი (ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების ორგანიზება და კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი წარდგენა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გაყიდვების გაზრდა;
** ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ შემუშავებული გაყიდვების გეგმების შესრულება;
** თვის ბოლოს შემაჯამებელი რეპორტების წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@atlasmedical.ge გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

2. გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, შ. ნუცუბიძის N 129 (კომპანიის შოურუმი)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 19:00სთ (მოიცავს 1 საათიან შესვენებას),
შაბათი - მოკლე სამუშაო დღე - 10:00 - 15:00სთ
** დასვენება - კვირა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საბაზისო, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა
** გამართული, კეთილგანწყობილი და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების მოკლე აღწერილობა:

** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის თაროზე განთავსება;
** აუცილებელია მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება/დახმარება პროდუქციის შერჩევისას;
** ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას კომპანიის სრულ ასორტიმენტზე;
** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების შესახებ;
** მაღაზიაში ყველა სამედიცინო პროდუქტის განახლებადობისა უზრუნველყოფა;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@atlasmedical.ge, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

"ატლას მედიკალი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |