www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: SpeakUp
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

ინგლისური ენის ცენტრი - "სფიქაფი" დაარსდა 2016 წელს და მას შემდეგ მსურველებს სთავაზობს უცხო ენის შესწავლის მარტივ, სახალისო და ინტერაქციულ მეთოდებს.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხ. ვებ გვერდზე: http://www.speakup.ge

ამჟამად, ვეძებთ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** განრიგი: ორშაბათი-შაბათი, ჯგუფების მიხედვით;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი.
** ვაკანსია ვალიდურია 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოთხოვნები:

აუცილებელია:

** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი C1 (Fluent Speaker);
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე;
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობისთვის;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel, PowerPoint, Google Drive - სამომხმარებლო დონეზე.
** ZOOM, Microsoft Teams და სხვა ონლაინ სასწავლო პლატფორმების ცოდნა;
** წარმოადგინოთ სამოტივაციო წერილი ინგლისურად, მინ. 1 გვერდი.

მიენიჭება უპირატესობა:

** საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებას;
** რუსული ენის ცოდნას;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას;
** ბიზნეს ინგლისურის ცოდნას და სწავლების გამოცდილებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** სპეციალურ ტრენინგებს, არსებული სასწავლო პროგრამის ადაპტაციისთვის;
** სწავლებისთვის საჭირო ყველა პირობას;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** სამუშაო პირობების შრომის კოდექსთან აბსოლუტურ შესაბამისობას.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი ჯგუფზე;
** ბონუსური სისტემა.

როგორ ხდება მიღება:

** გასაუბრება, რეზიუმეს მოთხოვნებთან შედარება;
** თქვენ უნდა ჩაატაროთ საცდელი გაკვეთილი.
** 3 თვიანი საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, ვდებთ 1 წლიან კონტრაქტს.
** საცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია.

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და პიროვნული უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, რეზიუმესთან ერთად, მოგვაწოდეთ C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: vacancy@speakup.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |