www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: იაპონური რესტორანი ვასაბი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

იაპონური რესტორანი "ვასაბი - Wasabi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ვისაც სურს სტაბილურ, მეგობრულ და წარმატებულ გარემოში მუშაობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა. კომპანია ვითარდება, იხსნება ახალი ფილიალები და განვითარების შანსი ეძლევა ყველა ღირსეულ თანამშრომელს.

ამ ეტაპზე ვეძებთ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მზარეულებს. აზიურ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** გრაფიკი: 12:00-23:30 ცვლებში.
** ანაზღაურება 65-75 ლარი, გამოცდილების შესაბამისად. თვეში 1150-1400 ლარი.
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელფოსტის მისამართზე info@wasabi.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |