www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის #1

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (საჩივარი, სარჩელი, შესაგებელი, ხელშეკრულება და სხვ.) მომზადების პროცესში ჩართულობა;
** სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია საქმიანობის პროცესში ჩართულობა;
** მესამე პირებთან ურთიერთობაში კორესპონდენციის წარმოებაში ჩართულობა;
** უშუალო მენეჯერთან შეთანხმებით სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი კერძო ან/და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** ქართული კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 დეკემბერი, 2022

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/stajireba-iuridiul-departamentshi/906

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |