www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პედაგოგ-აღმზრდელი
მომწოდებელი: ბავშვი და გარემო
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" აცხადებს ქ. თბილისში უმწეო კატეგორიის ბავშვების 24-საათიანი ცენტრ "ბეღურების" პედაგოგ-აღმზრდელის ვაკანსიას

არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" საქმიანობს 1995 წლიდან და ეწევა სოციალურად დაუცველი ბავშვების ზრუნვის ალტერნატიულ და ოჯახის დამხმარე მომსახურებას მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს უმწეო კატეგორიის ბავშვების 24-საათიანი თავშესაფრის/ცენტრის პედაგოგ-აღმზრდელის თანამდებობაზე.

პედაგოგ-აღმზრდელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია, უმაღლესი პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური განათლება;
** გამოცდილება: ბავშვების აღზრდისა (ოჯახის წევრი) ან ბავშვებთან მუშაობის პროფესიული გამოცდილება;
** ასაკი: 55 წლამდე

პიროვნული თვისებები:

** ბავშვების მოყვარული;
** ენერგიული;
** გაწონასწორებული და ემოციურად მშვიდი პიროვნება;
** კარგი კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, რთულ სიტუაციებში პროცესების მართვისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარები.

ფუნქციები:

** საგანმანათლებლო ფუნქცია;
** აღმზრდელობითი ფუნქცია;
** ემოციური ფუნქცია;
** ოჯახთან მიჯაჭვულობის გაძლიერების ფუნქცია.

მოვალეობები:

** აწარმოოს ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმები;
** უზრუნველყოს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და ინტერესების დაკმაყოფილება;
** ჩართული იყოს ცენტრში და მის გარეთ ღონისძიებებში;
** შეასრულოს შინაგანაწესით განსაზღვრული წესები და ინსტრუქციები;
** გააკონტროლოს ბავშვის ქცევა, შესრულებული სამუშაო, სკოლაში საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა და ბავშვთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
** იმორიგეოს 24-საათიანი რეჟიმით ცენტრში შემუშავებული გრაფიკის მიხედვით;
** შეიმუშაოს სასწავლო გეგმები და შეუთანხმოს ისინი ცენტრის მენეჯერს;
** წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიშები ცენტრის დირექტორს.

სამუშაო რეჟიმი: სამუშაო დროის ხანგრძლივობა: 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.

დაინტერესებულმა პირმა 2022 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და ტრენინგების სერტიფიკატების ასლები (თუკი ასეთი აქვს);
** შრომითი ბიოგრაფია CV-ს ფორმატში;
** სამოტივაციო წერილი

საბუთები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ. მისამართზე: bavshvidagaremo@yahoo.com.

ცენტრის მენეჯერი დაუკავშირდება პირველ ეტაპზე შერჩეულ ყველა კანდიდატს და მიიწვევს შემდგომ გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |