www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"გასტრონომი" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია 7 დელიკატესების მაღაზიით და კონცეპტუალური მაღაზიით kitchen and lining.

გუნდში ვეძებთ გამოცდილ კანდიდატს ტექნიკური სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რვავე მაღაზიაში მიმდინარე ყველა ტექნიკურ პროცესზე.

ძირითადი სამუშაო აღწერილობა:

ტექნიკური ჯგუფში საქმის დელეგირება- მათ შორის:

** მწარმოებლის მიერ გამოგზავნილი მანუალების დამუშავება და მისი დანერგვა;
** საჭიროების შემთხვევაში მწარმოებლის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე უცხოეთში ვიზიტი;
** ფილიალებში ელ მოწყობილობების და ინვენტარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** ობიექტებზე არსებული წყალგაყვანილობის და მასზე დაერთებული ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** გაგრილება/გათბობის სისტემების მომსახურება და კონტროლი.
** დამატებითი ელ სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
** ფილიალებში დამატებითი ინვენტარის მონტაჟი აუცილებლობის შემთხვევაში.
** წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა.
** ობიექტებზე სხვადასხვა სახის წვრილმანი ტექნიკური პრობლემის ან დაზიანების აღმოჩენა/აღმოფხვრა.
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის მიზეზის დადგენა და მისი პრევენცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე B2/C1 (აუცილებელია საერთაშორისო კომპანიების მწარმოებლებთან საკომუნიკაციოდ)
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საპენსიო დანაზოგის დაფარვა;
** სატელეფონო ლიმიტი;
** სტაფქარდი (ექსკლუზიური პირობები თანამშრომლებისთვის)

ოფისის მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N24

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |