www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვადების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 14 დეკემბერი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორაციული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

სპეციფიკური მოვალეობები:

** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლების, ცოდნა და დაცვა;
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** "კრედოს" საგანვადებო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი როგორც "კრედოს" კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** "კრედოს" საგანვადებო ინვოისის შევსება, წესების სრული დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
** "კრედოს" პროცედურის გათვალისწინებითა და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერის/ების გაკეთება;
** კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში, ზუსტი და უტყუარი მონაცემებით;
** განვადების გაცემის უზრუნველყოფა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების დაცვით;
** კვირაში ერთხელ მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის ფილიალში მიწოდების უზრუნველყოფა;
** ყოველკვირეულ თათბირზე ანგარიშის წარდგენა მენეჯერისათვის, მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;
** სამუშაო ობიექტზე "კრედოს" ყველა არსებული და პოტენციური კლიენტის სათანადო ყურადღების ქვეშ ყოფნის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიისა და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, "კრედოს" საგანვადებო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** "კრედოს" ჩაცმის კოდექსის დაცვა;
** "კრედოში" არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, "კრედოს" მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და ბაკალავრი-სასურველია;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია: https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/L4VXR4X7

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 14 დეკემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |