www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "MS Group" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS Group" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: იურისტი, HR დეპარტამენტი, IT.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი;
სამუშაო საათები: სტანდარტული;
ხელფასი: ფიქსირებული;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავების/ განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მართვა;
** კომპანიის ადმინისტრაციული შიდა ბრძანებების, ინსტრუქციების, პროცედურების შემუშავება იურისტთან ერთად და შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** შრომის კანონმდებლობის, კომპანიის შინაგანაწესის, შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, ეთიკის კოდექსის გადახედვა, დახვეწა HR დეპარტამენტთან ერთად და დაცვაზე კონტროლი;
** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება იურისტთან ერთად, რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
** თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესების შეფასება და დაგეგმილ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სხვადასხვა მიმართულების პროექტების ხელმძღვანელობა:
** არქიტექტურულ კომპანიებთან კოორდინირებული მუშაობა;
** მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებთან წარმომადგენლობა;
** მერიის არქიტექტურულ სამსახურში წარმომადგენლობა;
** მშენებლობების მონიტორინგი და სამართლებრივი შესაბამისობის დადგენა კონსულტაცია;
** შენობების ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა;
** პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |