www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სუპერმაკეტი ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (სრული გრაფიკი)
დასვენება - კვირაში 1 დღე

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურსათო ტიპის მაღაზია)
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა
** MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი (კომპანიის სტანდარტების შესაბამისად);
** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა;
** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
** პლანოგრამების აწყობა;
** ახალი ობიექტების გახსნისას დაგეგმარებაში თანამონაწილეობა;
** მარკეტინგული პოს.მასალების განთავსება.
** იმპულსური ზონების მოწყობა;
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე;
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |