www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "Digital Area" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

"Digital Area" საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 4 ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს:

** "extra.ge" - ყველაზე დიდი მაღაზიების ციფრული პლატფორმა
** "optimo.ge" - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის
** "area.ge" - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

"izibox.ge" - ლოგისტიკური მომსახურებისა და სასაწყობე სივრცით უზრუნველყოფა კლიენტებისათვის.

"Digital Area" ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნეს პროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი - ციფრული გამოცდილების შექმნაა.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობა:

** შემოსული შეკვეთების დამუშავება
** მერჩანტებთან ურთიერთობა
** სამუშაო პროცესში ჩართულ შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
** საჭიროების შემთხვევაში შემომავალ კომუნიკაციებზე პასუხი
** მომხმარებელთან პროაქტიული კომუნიკაცია

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა

თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:

** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა
** არ გაშინებს ციფრული სამყაროს გამოწვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |