www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აქტუარი/მონაცემთა მეცნიერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას აქტუარი/მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზის ანალიზი, ოპტიმიზაცია და დამუშავება;
** აქტუარული გათვლების მომზადება და მოდელირება (სტატისტიკური და მათემატიკური მოდელების გამოყენება);
** აქტუარული/მანქანური სწავლების (projection) მოდელების შემუშავება, მხარდაჭერა და ანალიზი მონაცემების ვიზუალიზაცია;
** შიდა პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და განხორციელება. (მანუალური პროცესების ავტომატიზირება);
** პროდუქტების შექმნის, ფასწარმოქმნისა და ოპტიმიზების მიზნით, tool-chain-ების შექმნა;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიკის/მათემატიკის/ინფორმატიკის მიმართულებით (ბაკალავრი).
** აქტუარის სერტიფიკატი/ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება)
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** მანქანური სწავლების მოდელების შემუშავება
** აქტუარული გათვლების და მოდელების შექმნა
** SQL ან მსგავს პროგრამასთან/ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** MS Office აპლიკაციების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი მათემატიკის ცოდნა;
** სტატისტიკის და ალბათობის თეორიის ცოდნა
** სტატისტიკური მოდელირების პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარები;
** მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი.
** დროის მართვის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აქტუარი/მონაცემთა მეცნიერი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;

ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |