www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** სადაზღვევო ბიზნესის ნორმატიული აქტებისა და კანონების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას;
** საბრუნავი კაპიტალის მართვის საფუძვლების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური დეპარტამენტისა და მასთან დაქვემდებარებული მიმართულებების მართვა;
** ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
** კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა მარეგულირებელ და სხვა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** მოგება - ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
** კომპანიაში არსებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავება, მართვა;
** მარეგულირებელი და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
** კომპანიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური სამსახურის შეფასების ინდიკატორების დანერგვა, გატარება, კონტროლი;
** დებიტორული სამსახურის მართვა;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** გუნდის მართვის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |