www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია" დაარსდა 2021 წელს და არის ყველაზე ახალგაზრდა კომპანია, რომელიც არის "Humana People to People Baltic"-ის ნაწილი. "Humana People to People Baltic" არის მეორადი მაღაზიების ერთ-ერთი წამყვანი ქსელი ევროპაში. წელს ჩვენ დავიწყეთ საქართველოში მაღაზიათა ქსელის გაფართოება და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გააძლიერონ ჩვენი გუნდი საცალო ვაჭრობის მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი სრული (საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად), დამატებითი ნამუშევარი საათები ანაზღაურდება ასევე კანონმდებლობის მიხედვით.
** პირველი თვის ხელფასი 750 ლარი (ნეტო), მეორე თვიდან 900 ლარი (ნეტო)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტანსაცმლის საცალო ვაჭრობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** თვითმოტივაციის მაღალი დონე, სიზუსტე და შედეგისადმი ერთგულება;
** დისციპლინირებული, კომუნიკაბელური, პუნქტუალური.
** პატიოსანი, შრომისმოყვარე, დამხმარე და შედეგზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

** იზრუნოს მაღაზიაში არსებული სტანდარტების დაცვაზე;
** მეგობრული დამოკიდებულება მომხმარებლებთან;
** იზრუნოს მაღაზიის ვიზუალური მხარის შენარჩუნებაზე და კონტროლზე;
** იზრუნოს მაღაზიის პროდუქციაზე;
** მოლარის ფუნქციის შეთავსება;
** ჩართული იყოს მარკეტინგულ აქტივობებში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvhumanageorgia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების საბოლოო თარიღია 10 დეკემბერი, 2022.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |