www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი ტექნიკური მიმართულებით
მომწოდებელი: აზია სერვისი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "აზია სერვისი" ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი ტექნიკური მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
** გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.);
** ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა;
** კომპანიის განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, კოორდინაცია);
** გეგმების/სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** MS Office (MS Excel-ის ცოდნა)
** პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან/და თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სქესი: მამრობითი.

პიროვნული უნარ-თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა.

საკონტაქტო ელფოსტა: gvanca.kuchuxidze@asiaservice.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |