www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარტნიორების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "OPTIMO" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

"OPTIMO" - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, "ოპტიმო" მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: https://www.optimo.ge

ამ პოზიციაზე შენ დაგევალება:

** "ოპტიმოს" პროგრამის დანერგვა, გამართვა და შემდგომ მომსახურება
** პორტფელში არსებული კომპანიების ინციდენტების მართვა, კერძოდ, ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და გამოსავლის / გადაწყვეტის მოძიება
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია დაფიქსირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ
** კონსულტაცია პროდუქტების და პროცედურების ჭრილში
** სხვადასხვა პროცესებისთვის დამხმარე პერიოდული რეპორტების წარმოება

სასურველია გქონდეს:

** მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** გამოცდილება გაყიდვებში
** Excel-ში მუშაობის გამოცდილება

თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:

** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა
** არ გაშინებს ციფრული სამყაროს გამოწვევები

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |