www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პედიატრის ასისტენტი
მომწოდებელი: რეიმანი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კლინიკა "რეიმანი" აცხადებს ვაკანსიას პედიატრის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება;
** პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით;
** პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და სადაზღვევო პროგრამებში მუშაობა ექიმის მითითებით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება ექიმის მითითებით;
** პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით;
** პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი პედიატრიული მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ცოდნა და უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** დროის მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები: კვირაში 40 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 7, (0186);

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
** ტესტირება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;
** პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას.

კლინიკა "რეიმანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს:https://www.facebook.com/raymann.ge

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@raymann.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ კლინიკა "რეიმანი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |