www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: სოლვერი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "სოლვერი" უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სისტემების სრულ სერვის მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.

კომპანია "სოლვერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თელავში.

კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის დანადგარების მუშაობის დიაგნოსტირებასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების დროს ტექნიკოსის დახმარება;
** სამუშაო პროცედურების, ტექნიკის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge ან დაგვიკავშირდით: 591 512374. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "სოლვერი"-ს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |