www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინციდენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "Digital Area" აცხადებს ვაკანსიას ინციდენტ მენეჯერის პოზიციაზე.

"Digital Area" საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 4 ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს:

** extra.ge - ყველაზე დიდი მაღაზიების ციფრული პლატფორმა
** optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის
** area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

"izibox.ge" - ლოგისტიკური მომსახურებისა და სასაწყობე სივრცით უზრუნველყოფა კლიენტებისათვის.

"Digital Area" ის ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნეს პროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი - ციფრული გამოცდილების შექმნაა.

ამ პოზიციაზე შენ დაგევალება:

** არსებული პრობლემური ქეისების მართვა
** საჭიროების შემთხვევაში შემომავალ კომუნიკაციებზე პასუხი
** სამუშაო პროცესში ჩართულ შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
** კვლევების ჩატარება

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია საოფისე პროგრამების საშუალო ცოდნა.

თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:

** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** არ გაშინებს ციფრული სამყაროს გამოწვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |