www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამწყები ჟურნალისტი
მომწოდებელი: ეტალონი-მედია ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"ეტალონი-მედია ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები ჟურნალისტის პოზიციაზე ვებ-გვერდის მიმართულებით (https://www.etaloni.ge/).

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სასკოლო ნიუსების, სტატიების, ახალი ამბების და თემატური მასალების მომზადება, რედაქტირება და ვებ-გვერდზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის ან ფილოლოგიის მიმართულებით)
** სასურველია ონლაინ მედიაში მუშაობის გამოცდილება
** გამართული წერის და მეტყველების უნარი
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** შემოქმედებითობა, კრეატიულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 16 დეკემბერი.

ადრეულ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მითითებულ პოზიციაზე არ განიხილება დისტანციური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: EtaloniMediaInfo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |