"Myfreelance" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიულ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
** შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა;
** გაყიდვების გაზრდისთვის შესაბამისი აქტივობების ჩატარება;
** პოტენციურ დამკვეთთა მოძიება;
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა;
** კლიენტების ბაზის შედგენა/მონიტორინგი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით საბაზისო განათლება;
** საუბრის წარმართვის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარი.
კანდიდატები გაივლიან ორკვირიან სასწავლო/სატესტო პერიოდს.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 - 18:00;
ანაზღაურება: გაყიდული მომსახურების 10-15 პროცენტი.
თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, მაშინ გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@mfcege.com და სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების მითითება.