შპს "აკილემა" ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც თავისივე მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღი კვების პროდუქტებს. ჩვენ ვართ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "ვიტალიას" პარტნიორები, რომელიც აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა "გრანოლა", "მუსლი" და სხვა.
შპს "აკილემა" ახალი მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორი/ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, მელიქიშვილის ქუჩა.
სამუშაო საათები კვირის განმავლობაში: 31 საათი ან 20 საათი (დღის მეორე ნახევარში და შაბათ-კვირას).
ანაზღაურება: 850 ლარი (31 საათის შემთხვევაში) და 600 ლარი (20 საათის შემთხვევაში).
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და სასიამოვნო სამუშაო პირობებს;
** ახალ პროდუქტებს;
** მშვიდ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** კოლეგებთან ერთად ახალი ღირებული პროდუქტის შექმნის საშუალებას.
** პოზიცია, სადაც შესაძლებელია ერთდროულად გამოიყენო ბუღალტრული აღრიცხვისა და კლიენტთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (წერა, საუბარი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel)
** კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ ინტერესი;
** ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის ფაკულტეტის სტუდენტი ან უკვე კვალიფიცირებული პიროვნება.
ფუნქცია მოვალეობები:
** დაეხმაროს მენეჯმენტს ERP სისტემისა და საბუღალტრო სისტემის დანერგვაში;
** კლიენტთა მომსახურება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და ყოველთვიური რეპორტინგი.
** სამუშაო დროის განმავლობაში სრული პასუხისმგებლობის აღება მაღაზიაში მიმდინარე პროცესებზე. (მაგ: კლიენტთა დახვედრა, მომსახურება, სალარო აპარატთან მუშაობა)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) ელ-ფოსტაზე jobs@akilema.ge