კომპანია "Iota Development"-ი არის დეველოპერული კომპანია რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში. ამ ეტაპზე კომპანია იწყებს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ქ. თბილისში და ეძებს მოტივირებულ, გამოცდილ, ენერგიულ და შრომისმოყვარე გაყიდვების მენეჯერს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა;
** პოტენციურ, კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
** CRM-ში ინფორმაციის დამუშავება და ბაზის ანალიზი.
იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ თანამშრომლობისთვის თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iotagroup.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი"