ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია "Apart Development" აცხადებს შერჩევას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პრეზენტაციის ჩატარება და მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების ხელშეწყობისთვის აქტივობების ინიციირება;
** ხელმძღვანელთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამშენებლო სფეროში 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენა C1.
პიროვნული თვისებები:
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@apart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალურიnმონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: hr@apart.ge