სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანაშემწის პოზიციაზე.
ვაკანსიაზე განიხილებიან მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატები.
სამუშაო პირობები:
** მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116
** სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე, 10-00 საათიდან 19-00 საათამდე
** ხელფასი: პირველი სამი თვის განმავლობაში 1100 ლარი, ხოლო 3 თვის შემდეგ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1200 ლარს, ზრდის პერსპექტივით
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** პროდუქციის დროულად დათვლა, აღრიცხვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა.
მოთხოვნები:
** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursaltd@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი"
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.