"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.
ვაცხადებთ ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები:
** ბარისტად მუშობის გამოცდილება
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.