მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა
ანაზღაურება: 2000-დან 3000 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგის განხრით;
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სასურველია არამწეველი.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** ვადების დაცვის კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!