www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაიკლენდი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე მზარდი და წარმატებული კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: INDIAN, MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.

"ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მოტო-ტექნიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შოუ რუმში მოსული ვიზიტორებისათვის ტექნიკის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება და გაყიდვების უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება, მათ შორის საბანკო განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
** გაყიდულ პროდუქციაზე საგარანტიო ხელშეკრულებების მომზადება და გარანტიაზე მყოფი პროდუქციის აღრიცხვის წარმოება.
** შესაბამისი რეპორტების წარმოება.
** მენეჯმენტისათვის გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.
** კორპორატიულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bikeland.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |