შპს "რედ განეში" არის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალის გზატკეცილი N43
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00-საათამდე
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური ოპერაციების წარმოება/აღრიცხვა, კონტროლი და ანალიზი;
** ფინანსური სახსრების მიმოქცევის მონიტორინგი და მართვა;
** ფინანსური ანგარიშების, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის დროული შედგენა;
** ნედლეულის თვითღირებულების დაანგარიშება, რეცეპტური კალკულაციების დაანგარიშება და ნედლეულის გამოსავლიანობის მიხედვით შესწორება წარმოების მენეჯერთან ერთად;
** მიღებული საბუთების გადახურვა გადახდების კუთხით;
** ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ანგარიშების ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშგების შედგენა და დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება;
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საწარმოში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება, ტესტირება და შერჩევა ტესტირების შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში 2023 წლის 6 თებერვლის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელ.ფოსტაზე office@mzamzareuli.com. სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!