www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:

** წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
** არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
** გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი
ხელფასი: 800-1200 NET

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა და გარე საკომუნიკაციო სისტემების გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
** კომპანიაში მოქმედი პროგრამის სრულყოფილად დანერგვისა და ფუნქციონირების პროცესის უზრუნველყოფა (1C/Balance);
** კომპანიის ტექნიკური განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება (საწყობის გაციფრულება, სკანერების დაყენება, შიდა ქსელების გამართვა, და ა.შ);
** საოფისე ტექნიკის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ინფორმაციის დაცულობაზე ზრუნვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი და/ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
** უცხო ენის ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** განვითარებაზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება ფინანსურ მენეჯერთან და გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "IT მხარდაჭერის სპეციალისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |