სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის (დასტავკა) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: 1200 ლარი
ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება;
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა;
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი;
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
აუცილებელი მოთხოვნა:
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
პროფესიული უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@tradepartner.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ექსპედიტორი) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია "ტრეიდ პარტნერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.