ბუღალტრული კომპანია "Global Accounting" აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებაზე ბუღალტრულ აღრიცხვაში დასაქმების პერსპექტივით.
მოთხოვნები:
** განათლება ტექნიკური;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N 55
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება:ხანგრძლივობა 20-30 წუთი
ტესტირების თემა: ბუღალტრული აღრიცხვები;
გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.glacc@gmail.com