www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ემსერვისი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემსერვისი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.

შპს "ემსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ;
** შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქოლცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე; შაბათი 10-დან 15 საათამდე; სეზონზე (მაისი, ივნისი, ივლისი - შაბათი სრული სამუშაო დღე);
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eto@midea.ge 2022 წლის 28 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება;

შპს "ემსერვისი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემსერვისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემსერვისის"-ს მიერ სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |