www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული და მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ერთი ყავა
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"ერთი ყავა" ყავახანათა ქსელია რომელიც საქართველოში 2017 წლიდან უმასპინძლდება სტუმრებს განსაკუთრებული საფირმო ყავით, ჯანსაღი საკვებით და დესერტებით. ქსელი საქართველოს მასშტაბით ხუთ ყავახანას აერთიანებს, თბილისში, ბათუმსა და მესტიაში.

"ერთი ყავა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და მზარეულის დამხმარის პოზიციებზე:

სამუშაო ადგილი: მესტია
სამუშაო გრაფიკი: 08:00 - 21:00, 2/2.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, + ბონუსი;
** კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

მოვალეობები:

** სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** საუზმის მომზადება სტანდარტების ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
** თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
** დღის განმავლობაში, სტუმრებისა და თანამშრომლების კვებაზე გახარჯული პროდუქტების აღრიცხვა-ჩამოწერა და მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარმოება;
** მარაგისა და მიზანპლანის მომზადება, მოწესრიგება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** უშუალო ადმინისტრატორის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: ertikavatbilisi@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |