ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის შესყიდვების სპეციალისტი პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი;
** მომწოდებლების ნაშთების რეგულარული კონტროლი და სასურველი პროდუქციის შერჩევა;
** გაყიდული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი;
** შესყიდული და გაყიდული პროდუქციის მუდმივი ანალიზი და კონტროლი;
** შესასყიდი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მუდმივად ახალი მომწოდებლების ძიება, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ბაზარზე;
** მომწოდებლებთან მიზნის მისაღწევად, შესაბამისი აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვა (შეხვედრები, პრეზენტაციები, ვიზიტები და ა.შ);
** მოთხოვნილი პროდუქციის ალტერნატივების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მობილური ტელეფონის ბაზრის ცოდნა;
** შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე:hr@grandel.ge, გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!