"Monde Group development company" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება/მიღება;
** ობიექტებზე ვიზიტი საჭიროებისამებრ;
** ოფისში მოსული კლიენტისთვის პრეზენტაციის წარდგენა და სრული ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირება;
** დაგეგმილ აქტივობებზე ყოველკვირეული რეპორტინგი;
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი;
** დროის მართვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მზარდი ბონუსი;
ბენეფიტები:
** უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგები;
** ულიმიტო სასაუბრო;
** ტრანსპორტირების ანაზღაურება.
ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლის გვერდით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელფოსტაზე mondeegroup@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.