www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე, როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი, და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი, დასვენება - კვირა.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას;
** სამოტივაციო ბონუსს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელმისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |