www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PM Metal
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "PM Metal" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
ანაზღაურება: 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/ან საწარმო სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკურად აზროვნება;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |